რატომ გარჯილხარ...
რატომ გარჯილხარ, რად გიწერია ამდენი ძმაო, რად დაიჩქარე თმებში ჭაღარა, ამოიღამე თვალები სევდით. ირგვლივ ლივლივებს პოეზიის უკუნი ზღვაო, მის წიაღიდან აგრეხილა კუნძული ქედნით, რომელიც ისე ატყორცნილა ოკეანეზე, რომ მის ჯებირებს ვერ წვდებიან მძლავრი ტალღები. და მის მწვერვალზე ანთებული კელაპტარივით, გაშენებულა მზე პოეზიის ნორჩი ბაღები. შენი დიდება როგორც დინება შეუერთდება იმ ოკეანეს, ო, უმძლავრესი შენაკადებიც იკარგებიან მის დიდებაში. მაღლით მოსილი პოეზია აწვიმს ამ ბაღებს. გამორჩეული და ნალექი ღვთის დინებაში. საკმარისია თუნდაც ერთი წვეთი გაიღო, და საუკუნო მწვერვალები ასე აიღო. - მერფი -
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი