0 10

თუ არ გაქვს რწმენა


ყოველი წელი აღმართზე ასვლას ჰგავს,
​რომელიც თანდათან ციცაბო ხდება.
არავინ იცის მწვერვალი სადაა,
​არავინ იცის ფეხი სად სცდება.
​ქვევით კი წარსულის ბილიკი მოჩანს და,
ბოლოს კი ნისლი და ბურუსი ფარავს...
ვერავინ ვერ გეტყვის შენი გზა სადაა,
არავინ მიუძღვის ​უმწყემსო ფარას.
 -მერ'ფი-
კომენტარები (0)