ნუთუ ქართველებს არ შეგვიძლია ამ ქვეყნის მოვლა...


ნუთუ ქართველებს არ შეგვიძლია ამ ქვეყნის მოვლა,
გადამთიელებს ვუხმობთ, ვუთმობთ,ფულის გულისთვის ?!.
ასე როგორღა დავჯაბანდით დავითის მოდგმა,
​რომ ყველაფერზე ხელს მოვაწერთ 
​და ნამუსს ვყიდით ლუკმა პურისთვის ?!.
ქართველი ქართველს ჩაგრავს, ხედავ
​დასცინის წყენით!
​გახედავ სხვას და ყვავილობს და მდიდრდება ჩვენით.
​ვაი სამშობლოვ, რა შეგვემთხვა ასეთი ახლა,
ასე ხშირად რომ ლანძღვა ისმის ქართული ენით?!.
გვირაბის ბოლოს სინათლე, რომ გამოჩნდებაო,
​ამ მოლოდინში გაილია რამდენი წელი?!
​არავინ არსად, არასოდეს ,არაფერს გვარგებს
​თუ ქართველებმა ქართველური დავკარგეთ გენი!
  -მერ'ფი-



www.merpi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი