მოგლეჯილი ვარდივით...


მოგლეჯილი ვარდივით
თუკი მიწას ბარდები.
ვერ გიშველის ხვეწნა და
რას გიშველის დარდები...
თუ გრიგალი მოგგლეჯს და,
ვერ გძლევს ეკალ-ბარდები,
ხმელეთს გადაუფრენ და
წყალში გადავარდები!
მერე სადღაც რომ გაგრიყავს
უსახური დინება.
იქ იქნება შენი ფუძე,
მხსნელად მოევლინება,
იქ გაიდგამს ფესვებს მარად
შენი ხსოვნა-დიდება.
ვარდი ყველგან გავარდდება,
საცა გამობრწყინდება!.. 
...მოწყვეტილი, ვარდივით,
თუ მიწაზე ვარდები,
იქნებ ღმერთი რას გიმზადებს,
მოიშორე დარდები!
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი