მტერი მომადგა კარზედა...


მტერი მომადგა კარზედა,
ერთ დროს ბოროტი, ავსული.
მითხრა მშია და მწყურია,
გთხოვ დაივიწყო წარსული...
იგი ჩემს კართან მოსული
ყარიბი, როგორც მწირიო,
ჩემგან წყალობას მოელის,
უტირის ბაგე-პირიო...
როცა ამ დღეში იქნება,
ყველა ადამის შვილია,
გული მომილბეს სიტყვებმა 
ვაჟას, აკაკის, ილიას.
ამას გვეტყოდა მთხრობელი,
სტუმარს პატივი ეციო.
თუ შენდობას გთხოვს,
 მხმობელი...
წყალობით მოექეციო.
  -მერ'ფი-

www.merpi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი