მე შენს სიყვარულს არსად არ ვმალავ


მე შენს სიყვარულს არსად არ ვმალავ,  
მაინც ცხოვრება თავსატეხია 
მომაგონდები ძილში ამაღამ
და მთვარე ღამით, ცის მელოდია,
ამ ჩემს ოცნებას შეალამაზებს.
ფიქრებით ალბათ გავცდები ზეცას,
წამებში შენთან მიგულე გრძნობით
დარჩენილ დღეებს, დღეები კვეცავს,
და სული ტირის დაჭრილი ტრფობით.
იმ პირველ ღამეს, სანთლების შუქზე,
ნეტა რომ ცრემლი რად დაგდენია,
რამდენი წელი გავიდა უცებ,
და ეს უიღბლო განაჩენია,
დავტირი შენზე უძილო ღამეს,
შენთან ვინატრებ მე ღამისთევას,
მეხის გავარდნას ვადარებ წამებს,
როგორც ადამი დაგეძებ ევას!
 -მერ'ფი-
www.merpi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი