ბრძენმა“ მკითხა ...


„ბრძენმა“ მკითხა: 
- შენ ვინ გინდა? 
ბიძინა თუ მიშა?
ვუპასუხე: 
- კარგად იყვნენ,
მარტოც არამიშავს.
 მიპასუხა:
- ვერ გაქაჩავ, 
თუ არავინ „გკრიშავს“,
მას მიემხრე ვინც წინ წავა,
დაელოდე ნიშანს!..
წყალი მიდის, წყალი მოდის,
ოქრო რჩება ქვიშას!!!
P.S.
ერს ასეთი „ბრძენკაცობა“
აგდებს სულ შავ დღეში.
მაინც ურცხვად მიძვრებიან
ქვეყნის სათავეში.
აშენებას გვპირდებიან, 
ასე, სამ-ოთხ წელში,
მათ სამოთხე მოიწყეს და
ხალხი წყდება წელში.
     -მერ'ფი-
www.merpi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი