მე მჭირდებოდა შენი ალერსი


მე მჭირდებოდა შენი ალერსი, 
მე მჭირდებოდა ღიმილი შენი. 
შენ კი წახვედი, 
რომ იცოდე რა დროს წახვედი.
მე მჭირდებოდა სიცხეში ჩრდილი
მე მჭირდებოდა წვიმაში დაცვა.
შენ კი რა ქენი?
ადექი მხოლოდ და შორს წახვედი.
და ცრემლიანი სევდის ეკლები
რატომღაც ისევ შენკენ მეწევა,
ვინ დაგეწევა, რა დაგეწევა,
შენს უმეცრებას რით შეეწევა?
მე მჭირდებოდა შენი ალერსი
მე მჭირდებოდა ღიმილი შენი ...
 -მერ'ფი-


www.merpi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი