სანამ აყვავდება ნუში...


სანამ აყვავდება ნუში,
სუსხში აყვავდება ია.
იის პაწაწინა გულში,
სხივებს სითბო ჩაუღვრიათ.
მზე აქ ყინვებს მალე შეცვლის,
ფიფქებს - ყვავილების თოვა.
სიო ათბობს ბუდეს მერცხლის,
მალე გაზაფხული მოვა.
– მერ’ფი-


www.merpi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი