ვყვირივარ ჩემო ოტია...
"გამოდიხარ და მეუბნები, ვაშენებ ქვეყანასო, კი, მაგრამ მე ისეთი შტერი ვარ, ვერ დევინახე ეს აშენებული ქვეყანა?! ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა? კაცი უდაბნოში რომ მოხვდება, ყვირის, მიშველეთო. კი იცის, ვერავინ რომ ვერ უშველის, მაგრამ მაინც ყვირის, დაღუპვის შიში აყვირებს. სწორედ ასე ვარ ახლა მეც. კი ვიცი, ამათ რომ არ ეყურებათ, მაგრამ მაინც ვყვირი, ქვეყნის დაღუპვის შიში მაყვირებს". ოტია იოსელიანი ვყვირივარ ჩემო ოტია, როგორც ცხვირს ფარას ბოტია. მაგრამ ცხვარს მგლისა შიშითა, ერთურთი დაუხოცია... ყველა მე მიცქერს ავი ზნით, „ნაცი“ არის თუ „ქოცია“. თვითონ ურთიერთ სჭირდებათ, ვართ საზარბაზნე ხორცია! -მერ'ფი- www.merpi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი