მამულს თუ ვერ მოუარეთ
მამულს თუ ვერ მოუარეთ ნარ-ეკალი ამოვა. თუ სამშობლო მოვიძულეთ არაფერი გამოვა! გაზაფხულზე თესლი გაცდა, შემოდგომას რა მოვა? მოლოდინში გული გაცვდა ეს წავა და სხვა მოვა... მოვა ისევ ნარ-ეკალი, სულ თავისით ამოვა. თათქარიძის ნასახლარზე შადიმანი ჩამოვა! -მერ'ფი- www.merpi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი