ღმერთო რაღა ვქნა, არ ვიცი...


ღმერთო რაღა ვქნა, არ ვიცი, 
საით მივაპყრო თვალები...
გადამიყოლებს, უკვე ვგრძნობ,
უფულობა და ვალები...
სადაც წავედი დავეცი,
აღარცა მყოფნის ძალები,
რაც მქონდა სულ მთლად გავეცი,
ამოვიღამე თვალები...
მარტო მე არ ვარ ამ დღეში,
ირგვლივ ვინცა მყავს ყველაა.
იქნებ რამე გზა მაუწყო,
სადაც ხსნაა და შველაა...
ზოგი ჭამისგან ვერ ძღება,
ჩვენ კი, კვლავ, გვახრჩობს ვალები.
ღმერთო რაი ვქნა, არ ვიცი,
საით მივაპყრო თვალები.
 -მერ'ფი-


www.merpi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი