განა სუყველა...
განა სუყველა მღვდელია, ვინც ანაფორა მოირგო! განა სუყველა გმირია, ვინცა ბრძოლები მოიგო! განა სუყველა მკვლელია, ვინც გამოკეტეს ციხეში... ზოგი სამშობლოს მცველია, არვინ მოუკლავს მისდღემჩი. მაგრამ ცხოვრება ომია, იმარჯვებს უფრო ძლიერი. თუ არაფერი გხვდომია, დარჩები ასე მშიერი... ცხვართან ცხვარივით იცხოვრე, მგელთან იმგელე მგლურადა! უფალთან სული იცხონე, მტერს დაუდექი მტრულადა! ამას ამბობდა მგოსანი, იძახდა გაბედულადა... -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი