ჩემი სამშობლო, საქართველო, არის ლამაზი...


www.merpi.ge
ჩემი სამშობლო, 
საქართველო, არის ლამაზი.
ჩემი შილდა,
ჩემი ყვარელი,
ჩემი გავაზი...
ჩემი ნეკრესი, 
ჩემი გრემი,
დურუჯის ხევი...
გარს ყვარლის მთები, 
ბუმბერაზი, ვითარცა დევი!..
მიყვარს თბილისი,
მთაწმინდა და 
მცხეთა,
არმაზი...
მიყვარს აჭარა,  
გურია და 
ამერიმერი...
ჩემი სამშობლოს ყველა კუთხე,
ციხე - დარბაზი,
ღმერთმა აკურთხოს, დაგვიფაროს,
ამად ვიმღერი...
ჩემი სამშობლო, 
საქართველო, არის ლამაზი.
ვით არს სონღული მონარნარე.
ვითარ...  გავაზი!...
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი