ვერსად ვპოვე მოკეთე და (25.06.2021)


www.merpi.ge
ვერსად ვპოვე მოკეთე და
ვერ ვიპოვე მოყვარე.
თვალში ცრემლი ამოვიშრე
გულს, რომ სევდა მოვპარე...

წლები მიდის უფერულად,
დაიკარგა ფერები...
ასე ხელცარიელი ხომ,
ვერვის მოვეფერები...

ვის რად უნდა მწირად მყოფი,
არაფერში სჭირდებათ.
მხოლოდ მაშინ გახსენებენ
თავად თუ დასჭირდებათ,
ანდა ოდეს შენზე მეტად
თუკი გაუჭირდებათ...

ხელოვნება, ზოგთა აზრით,
უსარგებლო ქონია,
ფულს თუ ვინმეს გამორჩები
მარიფათი გქონია...

ასე შორს ვარ, ჩემს ფიქრებში,
არ მასვენებს დარდები.
მეც ხომ მინდა ჩემი სითბო,
მზე და ია-ვარდები ?!.

-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი