ვიღას ახსოვს ჩაშაქრული „მომპასი“... 25.06.2021
www.merpi.ge ვიღას ახსოვს ჩაშაქრული „მომპასი“, სულ რომ ჰქონდა „მეჩეთიეს ლავკას“. ანთრაციტი ტყვარჩელის თუ დომბასის, ჩემს ბავშვობის ადრეულ წლებს გაჰყვა. ვიღას ახსოვს ომობანას თამაში, ხის ცხენებზე გადამჯდარი ქროლა, ბებოს ხათრით თავგანწირვა ჭამაში, და „ბიტოკის“ „კერკეტებზე“ სროლა. ჩაქრა წლები, სადღა არის ალვები, რომ შვენოდა ჩემს შუხუთის ქუჩას, დაიზარდნენ ერთი ციდა ბაღნები. და სიბერეს უკვე პირი უჩანს. იყო კინო, „არლეკინო“, „ჯოპიტო“ და „ბარბაჭინო“. მე თუ ცრემლი მოგადინეთ ღმერთმა ასმაგ დაგალხინოთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი