0 7

თუ მაქვს სურვილი... 27.06.2021


www.merpi.ge
თუ მაქვს სურვილი კვლავ შევამჩნევ ფრონტალურ ღრუბლებს,
ასე ძალუმად რომ ფარავენ ამ დედამიწას.
თუ მაქვს სურვილი კვლავ შევიგრძნობ სიოს გრილ ალერსს,
კვლავ შევიყვარებ აყვავებულ ხეებს და მიწას.
თუ მაქვს  სურვილი სიყვარული მოვა მჩქეფარი,
და ვნების ტალღა გაგვიტაცებს ისევ ველური.
თუ მაქვს  სურვილი დაბრუნდება ის დრო ნეტარი,
როცა მე და შენ ვთრთოდით ძლიერ შეყვარებული.
თუ სურვილის დროს ვარსკვლავები ღიმილს მომგვრიან
და ეს სამყარო გაიელვებს სულ სხვა ფერებით.
ვნება აშლილი ოცნებები შენკენ მოქრიან...
როცა ერთმანეთს, სიზმრად მაინც, მოვეფერებით.
ესეც წამართვი შენ წაიღე სურვილი იგი
და უბედური, უნუგეშოდ, დავიარები.
           -მერ'ფი-
კომენტარები (0)