თუ სანუკვარი ...
www.merpi.ge თუ სანუკვარი სინზე გვაქვს, მაშინ ღიღინი გვინდება. ანდა როდესაც სევდა გვკლავს, ბგერები აგვიტირდება... ვაზსაც ვუგალობთ, საუფლოს, სულ ხმებში ვსახავთ ფერებსო. ღმერთთან სიმღერით ვსაუბრობთ, ფონს ვურჩევთ შესაფერებსო! პურსაც არ ტეხდა ქართველი, ვინმეს არ ეთქვა ბანიო. სულ სავსე იყო ჰანგებით ერდოები და ბანიო! ჩვენში სიმღერა, გალობა, ისე ალაღებს არესო, არის ერთგვარი წყალობა, მოხვდე ამ ღვთიურ მხარესო! -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი