მე რა მინდა პარლამენტში. 3.07.2021


მე რა მინდა პარლამენტში,
რომც შემიგდოს ვინმემ ქუდი.​
თუ ვერ შევცვლი რაც არ გვინდა,
რაც ქვეყნისთვის არის ცუდი!
დეპუტატი მერქვას მხოლოდ,
გავიმართლო გზანი მრუდი,
ვინმეს დაკრულს ვუცეკვო თუ
​ვუქიცინო ვინმეს კუდი...
სულაც ასე მგონია, რომ
ბოროტება არის სრული,
გერქვას პარლამენტარი და
გქონდეს მხოლოდ ერთი სული:
მშვიდად იჯდე გასუსული,
მოიხვეჭო ვინძლო ფული...
​ყველაფერი კაი მაგრამ,
და სამშობლოს სიყვარული?..
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი