მოთქვამდა ერთი. (3.07.2021)


მოთქვამდა ერთი:
- კაცები კი არა კაცუნები ვართ.
​ფული ჩვენ არ გვაქვს, ძალა ჩვენ არ გვაქვს.
​ქალებიც საწყლად გადაკარგულან, 
ამ ნაოხრალზე თავი ვერ გაგვაქვს! 
- მერე?.. რა გინდა? 
​- არც არაფერი,
უხმოდ ხომ უფრო დაცულები ვართ!
P.S. 
​ცხოვრება ხალხო, ბრძოლაა, ომი,
​და ამ ბრძოლებში იმარჯვებს ლომი!
​თუკი არა ხართ შემტევი ძალის,
​დაგაბეჩავებთ ლოდინი ხვალის...
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი