ფეისბუქ მეგობრებო, „კორონაზე“ აცრილებო...


www.merpi.ge
ფეისბუქ მეგობრებო,  „კორონაზე“ აცრილებო,
აღარ გემუქრებათ ეპიდემია?
ჩვენ აუცრელებმა როგორ მოვიქცეთ?
აქეთ მღვდელი გვაფრთხილებს
ეშმაკს სულს მისცემთო,
იქით მედიცინა დიდ სანუგეშოს 
ვერაფერს გვპირდება.
„რუსული რულეტიაო“ , მილიონში ერთი აცრითაც კვდებაო, 
არადა და თავის დაცვა ხომ ყველას გვჭირდება?!
მეზობლის ბავშვიც კი ბიო საფრთხეაო.
როგორ ვიცხოვროთ ამდენი შიშებით?
აიცრები და მუტაციებიო და
ფორტუნა თუ არ გწყალობს 
ვერც აცრა გიშველის...
და მაინც, აცრა თუ არა აცრას, რომელი ჯობია?
აბა ვინ რას ფიქრობს, გაგანდვეთ ფიქრები.
 -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი