ჩემო თეთრო თოლია


ჩემო თეთრო თოლია,
ეს ცხოვრება თოვლია,
დნება როგორც ფიფქები,
განა მუდამ ვიქნებით...
ჩემო თბილო თოლია,
ეს სამყაროც თოვლია. 
ვარსკვლავებიც ქრებიან,
უჩინარნი ხდებიან...
ბოლოს დროც კი ჩერდება,
ტალღები რომ ბერდება.
სანამ დროა, იხარე,
ნათელს გადაიხარე...
ჩემო უცხო თოლიავ,
ეს სამყაროც თოვლია,
ქრება, დნება ფიქრები,
როცა აღარ ვიქნებით...

-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი