ჩემო დედი საყვარელო...


www.merpi.ge
ჩემო დედი საყვარელო
ყვავილები მღერიან.
გაზაფხული შემოსულა
ციდან მერცხლებს ელიან.
მოდი გულში ჩამიკარი
გამახარე ამით მე,
თუ გინდოდეს გენაცვალე
ერთი კოცნა დამითმე.
მოდი გულში ჩამიკარი
გამახარე ამით მე,
თუ გინდოდეს გენაცვალე
შენი კოცნა დამითმე.
   -მერ'ფი-

P.s.
საბავშვო სიმღერაა. მარიამ ხინთიბიძეს დავუწერე ბავშვი რომ იყო 5 წლის და კონკურსში გაიმარჯვა ამ სიმღერით.
სამწუხაროდ სიმღერა ჩემამდე შემორჩენილი არაა, დაიკარგა ბევრ სხვა სიმღერასთან ერთად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი