ჩვენ ვართ ძლიერი ერი!


www.merpi.ge
ჩვენ ვართ ძლიერი ერი,
მტერზე ძლიერი და 
მგელზე მგელი!..
ჩვენს ოლიმპიურ მედალოსნებში,
არის წინაპართ, გადმოყოლილი,
ქართული გენი!..
ჩვენ ვართ მშიერი, 
უფრო ძლიერი,
მშვიდობის მცველი,
ხშირად ჩაგრული 
და მაინც მხსნელი!..
„დავით“ რომ არა, 
„თამარ“ რომ არა,
  ვინ იცი სხვა ერს,
რას დამართებდა,
მომხდური, მტერი!..
დღეს ბრძოლის ველი
სხვა რინგზე დადეს.
სხვა ველზე არის
დღეს საბრძოლველი!
ყველგან დამტკიცდა,
ყველამ იხილა,
რომ ვართ, ამ რანგზეც,
უძლევი (...)  ერი!
    -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი