შენ პატარა თაიგული
შენ პატარა თაიგული ,
აყვავებულა ვარდი,
გაზაფხულია ხნულში,
როცა აწვიმდა ბაღებს,
მე შენი სიყვარული,
გაჯერებული დარდი.
ნატვრა ჩაკარგულ გულში
კვლავ ნაიარევს აღებს.
ნეტა რა არის სრული?!
(რამდენი ეკალ-ბარდი,)
უსასრულობა სულში
ოცნებებს გაალაღებს.
ასე აენთო სივრცე,
მზე იყო გადაკრული!..
-მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი