მამა წამართვა სიკვდილმა...
www.merpi.ge მამა წამართვა სიკვდილმა, ტანჯა და წაიყვანაო. მეხსიერება წაართვა, უგონოდ გაიყვანაო... ცოცხალსაც ვერ მოვუსწარი, გულს მსერავს, როგორც დანაო! სულ შვილიშვილებს ნატრობდა, დრომ ესეც დაინანაო!.. ბოლო სიტყვები ეს უთქვამს - სახლში მივდივარ ნანა- ო... ღმერთი ნათელში გამყოფებს, კეთილს გაგწირავს განაო!.. ... მამა წამართვა სიკვდილმა, ტანჯული წაიყვანაო... -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი