ხშირად ცხოვრება საოცარია...


www.merpi.ge
ხშირად ცხოვრება საოცარია,
ამოუცნობი კადრებით სავსე.
თავდავიწყების მორევის პირას
უაღრესია არ დარჩე ასე.
ნატვრის ახდენა, ფარული ნატვრის.
ახლის შეგრძნება, სხვაგვარი ფრენა.
ხმა მაგიური,  სუნთქვას რომ დათვლის,
ერთობა, სითბო, იმედი, რწმენა.
ლამაზი დღე და ლამაზი ღამე.
აწყვეტას ლამობს გულის ჩაკრები.
ინატრე, მხოლოდ ინატრე რამე,
ახლა ის დროა, ვეღარ ჩაქრები.
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი