თუკი ლომი ხარ!


www.merpi.ge
თუკი ლომი ხარ ვგონებ ვერ შეძლებ,
ტურებს საჯიჯგნად მიუგდო 
დასუსტებული ბებერი ლომი!
ომი ომია, მაგრამ ომსაც აქვს 
დაუწერელი წესები ომის...
თუკი ლომი ხარ უნდა შეგეძლოს
სულგრძელობაც და დათმენა წყრომის,
სიმართლის ძალა ღირსებაშია,
ღირსებაშია დიდება ლომის!
ყურს ნუ დაუგდებ მლიქვნელთა ქებას,
ფუჭად მსახურებ მათ კუჭის ძღომას.
სულ სხვა მცნებაა ბრძოლა და ჩაგვრით
ვერავინ შეძლებს კვარცხლბეკზე დგომას!
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი