და სიცოცხლე „სიზმრისფერი ომ“!
www.merpi.ge სადღაც ჩუმად გაიზრდება ხე, იმ ხეს „შენი სიკვდილისა“ ჰქვია. როცა თვალში ჩაგიქრება მზე, იმ ხისაგან შენს „სასახლეს“ თლიან. ირგვლივ ყრია ნაფოტების ტყე, და ბუხარში გმინავს ნაკვერჩხალი. არ აგცდება ბედისწერის დღე, არ დარჩება გაუხდელი ვალი. და სიცოცხლე „სიზმრისფერი ომ“! ყველაფერი ბურუსია ერთი. გაიკივლა გრიგალებში დრომ და უკვდავად შერჩა მხოლოდ ღმერთი. როცა ხეებს ამ გონებით სერავ მათ წიაღში შენ „სასახლეს“ ზვერავ -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი