თავი მეგონა ვიღაც ვიყავი
www.merpi.ge თავი მეგონა ვიღაც ვიყავი, ცხოვრებამ მითხრა: - არ ხარ არავინ! შენისთანები გამისრესია?! თვით სოვდაგარიც არავინაა... ოქრო-ვერცხლით და თვალ-მარგალიტით დატვირთული დიდი ქარავნით! ჰო და გეყოფა მორჩე ოცნებას, მიწას ჩახედე ხილულ თვალებით, შენი კი არა, დიდ მეომრების დღემდე შემომრჩა სისხლ ნაღვარები. რასაც მე გაძლევ გიჯობს იკმარო, არ ჩაიკეტო მადლის კარები. ვალმა რად გინდა სული გიმძიმოს, ამპარტავნებას მოსდგამს ვალები. -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი