ვერ აღვწერ როგორ მტკივა
www.merpi.ge ვერ აღვწერ როგორ მტკივა, ძალიან მტკივა, როცა მესმის რომ, სადღაც, თუნდაც ძალიან შორს, ციდან ბომბები ცვივა... როცა მესმის, რომ უმანკო სულებს, სცივათ, სტკივათ და ვიგებ როცა მათი სიცოცხლის მოსასპობად ისევ და ისევ ცას რომ ბომბები სცვივა! ტყვიების წვიმა, ზალპების თოვა, ვინ იცის ვისთან საიდან მოვა?! ვინ იცის ვისთან იმეფებს სევდა და ვინ იცის ვისთან იმეფებს გლოვა! იმეფებს გლოვა და ზალპების გროვა, სადღაც რომ ცვივა, სადღაც რომ ხდება, სადღაც რომ ისევ, უსუსურ ბავშვებს ხვდება და უმანკო სიცოცხლე გვემშვიდობება, უმანკო სიცოცხლე ქრება. გული მიკვდება და სული კრთება. საიდან ღმერთო ამდენი ზიზღი, ვინ მეტყვის ამას, ამას ვინ ხვდება?! ღმერთთან მისული მათი გოდება, როგორღა ვზიდოთ კაცობრიობამ?.. წინ დაგვიხვდება, წინ დაგვიხვდება... -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი