კალიები იებზე...
www.merpi.ge კალიები იებზე ხტუნვა-თამაშს აგრძელებს. დანამული მინდვრების აცრემლებულ სტიქიას შევატოვე ტკივილი. დავულოცე კალიებს ია-ვარდის საგები, სიცოცხლისთვის სახარად, სამოთხისთვის ნაგები. და რა დარჩა მიხვდებით. მე სიცოცხლის შვილი ვარ. ახლა გვიან არის და ჩემთვის ჩუმად ვტირივარ. ის იები ძვირფასო, ჩემი გასახარია. კალიებით შეჭმული, აბა რა სახარია?!... კალიები იებზე ხტუნვა თამაშს აგრძელებს. -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი