დღეს ომი ყველას გვეხება


www.merpi.ge
დღეს ომი ყველას გვეხება,
თუნდაც არ გვსურდეს შეხება.
როცა ირღვევა მშვიდობა
სიმშვიდემ დაგვემშვიდობა...
მახვილს ვინც სხვაზე აღმართავს
ცოდვა მასზეა პირველი!
მერე მრავლდება სისხლის ღვრა,
ბევრჯერ ვართ ავის მხილველი.
ღმერთო აკმარე მსოფლიოს,
ამდენი მსხვერპლი, ზვარაკი.
ისედაც ჩვენი ცხოვრება
მოკლეა, როგორც არაკი.
როგორ გვჭირდება ღვთის ძალა,
რომ შევაჩეროთ მკვლელობა.
მესმის ძალიან ძნელია,
ომში მშვიდობის მცდელობა.
უფლის ანგელოსს შევთხოვოთ
კაცობრიობის მცველობა.
სადღაც გადარჩა მშვიდობა
ბოროტი დაგვემშვიდობა!
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი