რა სჯობია თქვენთან ერთად ქეიფს...


www.merpi.ge
რა სჯობია თქვენთან ერთად ქეიფს,
ქვევრის ღვინოს, შოთის პურს და მწვადებს...
იმისთანა სურნელია ირგვლივ,
აქ მშიერი დიდხანს ვეღარ გაძლებს! 
და ბუნებაც ისეთი გვაქვს კახეთს,
რომ ბარაქას არ იშურებს ზვარი.
საუფლოს რომ ერთხმად იტყვის სუფრა,
ნეკრესიდან ბანს რომ გასცემს ზარი!
დოლოჭოპის არეს მოუყვება,
დურუჯიდან ასხლეტილი ქარი...
რა სჯობია თქვენთან ერთად ქეიფს,
როცა წალამს აგიზგიზებს ალი,
ქვევრის ღვინო, ძარღვებში რომ დუღს და
გვერდს გიმშვენებს მშვენიერი ქალი.
    -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი