მამის საფლავს...
www.merpi.ge „ათოვს მამის საფლავს, ათოვს მატოდმარტოს. არც არაფერს ითხოვს და არც არაფერს ნატრობს. უიოლებს ზამთარს, ჩიტუნია ართობს. თეთრად, მამის საფლავს, ათოვს... ათოვს.... ათოვს.“ ... - ახლა აღარ ათოვს, მზე დაჰყურებს ციდან, ალბათ ყოფნის სითბო მომავალი მზიდან. ახლა აღარ ათოვს, ზაფხულია ლამის, ზოგჯერ აწვიმს საფლავს, დადუმებულს, მამის!.. ჩიტი ხეზე გალობს გაზაფხულის ეშხით. გვახსენდება შვილებს მისი ხსოვნის შესვით. ჰო და მამის საფლავს. ეს გოროზი მიწა, არ აკარებს ნიავს, საუკუნოდ იცავს. ჩიტუნები ართობს კვლავაც მამის საფლავს, სადღაც მღვდელი სწირავს, ვიღაც წირავს საკლავს... -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი