ზვავმა თქო


ზვავმა თქო: 
- რასა ვგუგუნებ, რადა ვარ ასე ზნეული?!.
მიჯობდა ღრუბლად მოსვლა და მქონოდა ძალა გრძნეული!
სიცოცხლეს ასაზრდოვებდა
ეს ჩემი ზორბა სხეული,
დამლოცდნენ...
გაიხარებდა ამ ქვეყნად მწყურვალ-სნეული!..
. -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი