მახე...


www.merpi.ge
მახე მიმზიდველი უნდა იყოს,
არ უნდა უჩანდეს ნამდვილი სახე.
მახე მიმზიდველი ვერ იქნება,
მოქმედებაში თუ ერთხელ ნახე...
მაგრამ ხშირად მაინც რჩება მიმზიდველი.
- ნეტა რა ხილია, რა ხე?
ამბობენ გულადად და მახეში გაბმულებს
სიმწრით ეღრიცებათ სახე!
ცხოვრებამ რამდენჯერ უნდა შემოგცხოს ,
რომ მიხვდე  გაილახე!
შეეშვი ეშმაკის დევნას და მიგებას,
სწორედ და  დევნაშია მახე!
 -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი