გველი და ციცინათელა
- გველო რა გინდა, რას დამდევ, რას გარგებს ჩემი ჭამაო?! შეხედე ერთი ციცქნა ვარ, გაგაძღობს ჩემისთანაო?.. -არა მაგისთვის არ დაგდევ, მაგისთვის მოგსპობ განაო?! ვერ ვიტან შენს ბრწყინვალებას გულს მიკლავს, როგორც დანაო! ბევრი შეჭამეს იმისთვის, რომ ანათებდა ბნელეთში. ქვემძრომი ყველგან ერთია, წყალში არის თუ ხმელეთში! -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი