მამა მზე და...


მამა მზე და დედა მიწა,
ცას ღრუბლებში ეშვა მთვარე,
ზღვამ სიწითლე დაიტყო და
შეიფერა არემარემ...
მერე მწუხრი მოირგო და
გაიბადრა სავსე მთვარე!
... შენ რას უცდი შუქ-ვარსკვლავო,
სევდა იცის ბნელმა მხარემ,
ჰოდა როცა დაბინდდება,
გვინათე და გაგვახარე...
მამა მზე და დედამიწა,
ცის უბეში იშვა მთვარე.
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი