ჩვენი ღელის ბაყაყების
ჩვენი ღელის ბაყაყების, მოყიყინე ორკესტრის, დირიჟორი არის ქარი... ქარი ჩქარი, ქარი წყნარი, ზოგჯერ ავი, ხან ნიავი. არ ილევა ნახატები, მზეს რად უნდა მოლბერტი, მერე ქარი როგორც ქნარი. ქნარი ჩქარი, ქნარი წყნარი, მქრალი ზღვარი, რუში მყვარი, სად არის და სად არ არის, ჩვენი ღელის ბაყაყების, მოყიყინე ორკესტრის, დირიჟორი, ქარი, ქარი, ქარი, ქარი ... -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი