დამაბნიე


დამაბნიე, 
დამაბნიეს  უტყვი ცრემლის წვეთებმა.
დამაბნიე,
დამაბნიეს, ე მაგ ლექსის სვეტებმა.
ახლა უფრო ეული ვარ, 
სხვა ველებში გასული...
სულ სხვაგვარი ჩანდა აწმყო,
აწმყო სულ სხვა  წარსულის... 
ხამს ვნებებში ჩამრჩი სადღაც,
მეცხრე ცას გადასული!
დამაბნიე,
მერე რა ვქნა?! 
მე სულ არ ვარ ზრდასრული.
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი