ახლა ძნელია იყო სხვა მხარეს
ახლა ძნელია იყო სხვა მხარეს, როცა ინგრევა მშვიდი სამყარო... როცა მტარვალი ქაოსს ამყარებს და ძალით ძალა სურს გაამყაროს! ახლა ძნელია იდგე სხვა მხარეს, როცა მჩაგვრელი ჩაგრულს ერევა, როცა კეთილი მიზნებით თითქოს ღვარძლი და მტრობა სისხლში ერევა! ახლა ძნელია ითქვას მშვიდობა, როცა ბედკრულებს ომში სწირავენ! როცა გადარჩე არის გმირობა... მშვიდობის ხიდებს როცა ძირავენ. ახლა ძნელია იყო სხვა მხარეს... და ომის ხახა ივსება ასე -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი