მეც ოდესღაც გორისგვერდზე...
მეც ოდესღაც გორისგვერდზე წამოვწვები უსასრულო ძილით, თუ არა და მეუღლე და თუ არა და შვილი, სხვა ნაკლებად გამიხსენებს, ეული ვარ მწირი... წლები დნება, მოგონებაც, როგორც სანთლის ცვილი. ამ ცხოვრებით გადაღლილი, ცოდვა-მადლის წილით, მხოლოდ უფალს ველოდები, როგორც დედას ჩვილი. ეჰ, ცხოვრება ხან მწარეა, ხანაც ძალზე ტკბილი. ხან ცივია ყინულივით, ხანაც მკერდზე თბილი. მაგრამ რაა?!.. ჩაისუნთქავ აღარ რჩება წამი. ისე გარბის სადღაც წლები, ხდება ერთი ჩქამი. იმის იქეთ ყველასათვის, არის უცხო ხილი. სანთელი და საკმეველი, ლოცვანი და წვლილი გავა დრო და ... მეც ოდესღაც... გორისგვერდზე წამოვწვები... არ ამცდება საუკუნო ძილი. -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი