მაპატიე მოძღვარო


მაპატიე მოძღვარო,
რომ ვერავის ვენდობი,
წამიკითხე მამაო,
ლოცვა ცოდვილს შენდობის...
მსურს შეგვინდოს უფალმა,
რომ ვართ ავის უფალი,
რომ ცოდვებში ვდრტვინავთ და
არ ვართ თავისუფალი.
რომ ვერ ვუძლებთ ცდუნებებს,
სიყვარული გვაკლია.
მოგვიტევე მოძღვარო,
სულში დიდი ნაკლია.
მეტიც მინდა რომ გთხოვოთ,
გაგვიმრავლდა სათქმელი,
ვიცი ცოდვილს ვერ შეცვლის,
მხოლოდ ლოცვა, სანთელი.
სინანულის ცრემლები,
მსურს გვადინო უფალო.
ჯვაცმით ამაღლებულო,
რჯულში თავისუფალო.
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი