არავითარი სხვა სამშობლო ...
"არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია!" ... - - - არ გამაჩნია და მზარავს, რა ვქნა, სარჩოს მაძებარ ქართველს რომ ვხედავ. არ მემეტება კერა მივაგდო და ცხრა მთას იქით წასვლას ვერ ვბედავ! გადახვეწილი თუ მქენჯნის ახლა, ჩარჩი, შინ ჯდომით ხვავი გაცალე ... თავჩაქინდრული ვის შევთხოვ ამას?! - ჩვენს მიწა-წყალზე ყოფა გვაცალე!. მხარს ვერ დავუჭერ გასვლას სხვა მხარეს , მწუხრს შეჩვეული როგორც ტანძია, თუნდაც სნეული, ჟამს გადაყრილი, ჩემი სამშობლო ჩემი განძია! -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი