იწუწუნებ, იწუწუნებ...


იწუწუნებ, იწუწუნებ,
ვიღას უყვარს წუწუნაო... 
შენს საქნელს რომ სხვას აბარებ, 
კაცი ხარ თუ წრუწუნაო?!
ვინ რას მოგცემს მაგ წუწუნში,
გადაგთელავს უფრო მტერი.
ახლობლებსაც ეგონები,
უფხო, უძვლო, ბოთე, შტერი!
ამდენ წუწუნს გირჩევნია.
რაც დაგაკლეს მოითხოვო,
თუ არა და ის მაინც ქნა,
სცადო, იქნებ მოიპოვო!...
გაბედულებს უჭრის ბედი,
რას არ იზამს კაცის რწმენა.
ჰოდა სადაც საჭიროა,
ამოიდგა უნდა ენა!
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი