ნაცარქექიაო! ნაცარქექიაო...


ნაცარქექიაო! ნაცარქექიაო,
ცხრა მთას იქით გარბის დევი.
შენ კი ისევ ზიხარ,  ღადარს იქექები,
ადექ,  გზას,  და გაუყევი!
მფრინავ ხალიჩას და 
ნატვრის სუფრას ახლა,
სიზმარშიც  ვერ ნახავ.
აქ რა დაგრჩენია ნაცარქექიაო,
რატომ სხვაგან აღარ წახვალ?!
ცხრა ზღვა გადაცურა უკვე შენმა რძალმაც,
აქ ვერ ვიმრავლებო, რა ვქნა.
ჩვენში ნასახლარზე ქალი თუ არ დარჩა
 კერა გაცივდა და  გაქრა.
ნაცარქექიაო? ნაცარქექიაო,
 ბოლო ნაკვერჩხალიც ჩაქრა...
    -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი