მე დავიძინებ სიყვარულის ოქროსფერ გემში...


მე დავიძინებ სიყვარულის ოქროსფერ გემში
და კაპიტანი შენი ტრფობა იქნება ჩუმი.
დავიკარგები ბედნიერი ლოდინის ხევში.
და შორეული დაპირება დამძლევს ძალუმი.
მე გავფრინდები ოცნებებში კოსმოსზე მაღლა,
და ვარსკვლავები შეგახსენებს ძველ დანაპირებს,
ყველაზე მეტად დღეს მოგელი, მჭირდები ახლა,
ნეტა ვიცოდე უჩემობა თუ აგატირებს.
მაგრამ გრიგალებს გატაცება სცოდნიათ შორი,
და აღარ ვიცი, დაბრუნების გზა აგვერია.
ჩვენს სიყვარულზე გამრავლდება ათასი ჭორი.
მერჩივნა ტრფობის სასმისი, რომ არ დაგველია.
ვიცი ვერასდროს ვერ გიპოვი წარსულში კარგო,
სჯობს მომავალში დამელოდო, არ დამეკარგო.
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი