გემშვიდობები პოეტო...


გემშვიდობები პოეტო,
ვერც შენი ნახვა შევძელი...
უცებ მხვდებიან ამბები
მძიმე და სულისშემძვრელი!
ისე წახვედი ვერ გნახე,
დარდად მაქვს გადაქცეული,
ვერც ჩემი მამა ვერ ვნახე,
დასუსტებული, სნეული...
სევდა ამ ქვეყნად სამყოფი,
გახდა იმ ქვეყნის მსტოვარი,
ღმერთმა ნათელში გამყოფოს,
გეკურთხოს დანატოვარი.
-მერ'ფი-

P.S.
ეძღვნება ჯემალ დობორჯგინიძეს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი