შევცქერი ფოთოლს
შევცქერი ფოთოლს, მაგრამ ფიქრი გარბის სხვა მხარეს, მე ისევ ვცდილობ დავუბრუნდე საწყის შეგრძნებას, ფოთლებმა მიწა მზის სხივებშიც ჩრდილით დაფარეს, ვუახლოვდები ამ სამყაროს არსის შეგნებას. სისულელეა, ყველაფერი წარმავალი სისულელეა, არის სიცრუე, მოჩვენება, გადაგვარება! ოდესმე ყველას გადაფარავს დრო და სიკვდილი და ეს იქნება უსასრულოდ გადაფარება... აქედან მოჩანს ცივ კედელზე წერტილი ერთი, ცხოველი მზერით თვალები რომ სერავს და აქრობს, ნუთუ ამ მზერით დედამიწას შესცქერის ღმერთი, როდესაც ველებს სუსხიანი ჟამთასვლა ათოვს?! ... უნდა გახეთქო დახურული გონების გარსი, თუ გსურს შეიცნო უსასრულო სამყაროს არსი. -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი